GE

ჩვენ შესახებ

ჩვენი ისტორია

LG Group 1996 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, საქართველოში მდებარე ლიდერი  ISO-ს სერტიფიკატის მქონე საწარმოა, რომელსაც ქვის, ალუმინისა და მინის ბაზრის 60% უჭირავს. დღეისათვის ჩვენი დასაქმებულების რიცხვი 200-ზე მეტია, შესაბამისად, ჩვენი საქმიანობით საკუთარი წვლილი შეგვაქვს საზოგადოების კეთილდღეობის მშენებლობასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

შპს ,,LG GROUP’’-ის ძირითადი საქმიანობის სფეროა სამშენებლო სექტორში, შენობა ნაგებობების, ექსტერიერისა და ინტერიერის შემინვისა და მოპირკეთების სამუშაოთა წარმოება, კერძოდ: მინა ალუმინის ფასადის სისტემები, ალუმინის და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები და ვიტრაჟები, მინა პაკეტები, მინისა და ალუმინის სხვადასხვა სისტემის მოაჯირები, მინის ხიდები, მინის კიბეები, ზამთრის ბაღები და მინის თაღოვან გუმბათოვანი გადახურვები, ვენტილირებული ფასადები, ფასადები ალუმინის კომპოზიტური პანელებით, ინტერიერის მინის სტაციონალური და მოძრავი ტიხრები, მინის კარებები, ალუმინისა და მინის კარებები სლაიდური და მბრუნავი სისტემის, როგორც ფოტოელემენტიან ასევე მექანიკური, დეკორატიული მინის ვიტრაჟები და ასე შემდეგ.

შპს ,,LG Group” ფლობს ორ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას ქ. თბილისში, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე მანქანა დანადგარებით, კერძოდ მინის გადამამუშავებელი და საწრთობი ავტომატური ხაზები, ალუმინისა და მეტალოპლასტმასის გადამამუშავებელი თანამედროვე ხაზები, მინა პაკეტის დამამზადებელი ავტომატური ხაზი და სხვა.

შპს ,,LG GROUP” არის ოფიციალური სერთიფიცირებული წარმომადგენელი ალუმინის სისტემების ბელგიური კომპანია ,,REYNAERS ALUMINUM”-ისა და მინის კომპანია ,,GUARDIAN”-ის.

შპს ,,LG GROUP”-ის ინჟინერ ტექნიკური პერსონალის მაღალ კვალიფიციურ დონეზე მეტყველებს მათ მიერ შესრულებული მრავალი რთული პროექტი რომელთა შორისაა: რკინიგზის სადგური აეროპორტში, ბათუმის ოპერის თეატრი, იუსტიციის სახლები ქალაქ ქუთაისში, ოზურგეთში, ახალციხეში, თბილისის პროკურატურის შენობა, კაზინო შანგრილა, მედია ცენტრი ვაკის პარკში და ასე შემდეგ.

შპს ,,LG GROUP”-ის ძირითადი მისიაა არსებულ ბაზარზე მაღალი ხარისხისა და საუკეთესო ფასის დამკვირდება, რისთვისაც იგი რეგულარულად ახორციელებს ტექნიკური ბაზის განახლებას თანამედროვე მანქანა დანადგარებითა და პერსონალის კვალიფიკაციის დონის სისტემატური ამაღლებით.

სერთიფიკატები